თეგი: ბონი ჯენკინსი

ბონი ჯენკინსი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეროვნული შესაძლებლობები შემთხვევითი ან მიზანმიმართული ბიოლოგიური ინციდენტების თავიდან ასაცილებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. 6 ოქტომბერს ჯენკინსი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე COVID19-თან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ სიტყვით გამოვიდა. Europetime-მა ამ გამოსვლიდან მთავარი გზავნილები შეკრიბა. ჩვენი მისიის მნიშვნელოვანი ნაწილი ბიოლოგიური საფრთხეების თავიდან აცილებას მოიცავს. „ახლა არის დრო, რომ მიზანმიმართულად მოხდეს ინტეგრირება მიღებული გაკვეთილებისა რეგიონულ, ეროვნულ და გლობალურ ძალისხმევაში შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და ჯანმრთელობის უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურის გასაძლიერებლად. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ და ვუპასუხოთ ბიოლოგიურ საფრთხეებსა და ინფექციური დაავადებების აფეთქებას მიუხედავად იმისა, ისინი ბუნებრივად გვხვდება, შემთხვევით თუ მიზანმიმართულად გავრცელებულია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ბიოუსაფრთხოება მთელს მსოფლიოში. პანდემიაზე პასუხმა შექმნა ახალი გამოწვევები ამ სფეროებში. ბევრ ადგილას ჯერ კიდევ საჭიროა ადეკვატური ტრენინგი და ადმინისტრაციული კონტროლი ბიოუსაფრთხოების რისკებისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია კოორდინაცია მთავრობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორებს, სამართალდამცველებს, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიოლოგიის მკვლევრებსა და საერთაშორისო თემებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ ვაპირებთ, გავაძლიეროთ გლობალური ჯანდაცვა და ეფექტიანად ვუპასუხოთ სამომავლო დაავადებებსა და ბიოლოგიურ საფრთხეებს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული შესაძლებლობები და სხვა ზომები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციებისთვის და ბიოუსაფრთხოებისთვის, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები შემთხვევითი ან მიზანმიმართული ბიოლოგიური ინციდენტების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ჯენკინსმა. ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს იმყოფება.

ბლინკენის მოადგილე: აშშ საქართველოს ევროტლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს აჯამებს. ჯენკინსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას.  „მადლობა ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციას და საქართველოს მთავრობას იმის შესაძლებლობისთვის, რომ განგვეხილა CovID19-ის პანდემიისგან მიღებული გაკვეთილები და ის, თუ როგორ ვპასუხობთ ბიოლოგიურ საფრთხეებს. დღესვე ქართულ მედიასთან ვისაუბრე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ აშშ-ის განგრძობად მხარდაჭერაზე“, - აღნიშნავს ბონი ჯენკინსი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია ბონი ჯენკინსი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეროვნული შესაძლებლობები შემთხვევითი ან მიზანმიმართული ბიოლოგიური ინციდენტების თავიდან ასაცილებლად „შეერთებული შტატები ყოველთვის დააფასებს და მხარს დაუჭერს უკრაინას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ჩვენ ყოველთვის ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს, რადგანაც ისინი იბრძვიან თავისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის“, - განაცხადა ბონი ჯენკინსმა თბილისში, 6 ოქტომბერს. ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს იმყოფება.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელჩ დეგნანს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი, საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. ჯენკინსმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ელჩის და მისი გუნდის საქმიანობას.  "ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს, აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შევხვდი. მივესალმები მისი და საელჩოს გუნდის მიერ საქართველოს ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას", - განაცხადა ბონი ჯენკინსმა.  საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩ დეგნანისადმი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი ჩამოიტანა. მისი თქმით, ელჩმა დეგნანმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ეს ძალისხმევა ბოლო პერიოდში მარტივი არ ყოფილა. ბონი ჯენკინსმა დააფიქსირა, რომ ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია.   

ბონი ჯენკინსი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ყველაზე აქტუალურ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში ვიზიტს ასრულებს. Europetime-მა თბილისში გამართული შეხვედრებიდან ჯენკინსის კომენტარები შეკრიბა და გთავაზობთ ამ გზავნილებს. შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზღვაო უსაფრთხოებაში უკანონო სასაქონლო ნაკადის შესაჩერებლად. მე შევხვდი საქართველოს ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს და შევთავაზე შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერა ექსპორტის კონტროლთან შესაბამისობის მიმართულებით. შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან. განვიხილეთ აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორობა. საქართველო რეგიონში აშშ-ის არსებითად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მე დღეს მქონდა პატივი, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს. აშშ ამაყობს ჩვენი 30-წლიანი პარტნიორობით. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოსთან მუშაობის გაგრძელებას ყველაზე აქტუალურ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ჯენკინსის ვიზიტი დღეს, 7 ოქტომბერს სრულდება.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩმა ბონი დ. ჯენკინსმა თბილისში ვიზიტი შეაფასა.  ბონი ჯენკინსი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ყველაზე აქტუალურ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით „პროდუქტიული ვიზიტი მქონდა საქართველოში. მადლიერი ვარ ელჩ დეგნანის და საელჩოში მისი გუნდის, ასევე, ყველა თანამშრომლის, მათი მხარდაჭერისა და დაუღალავი შრომისთვის რეგიონში“, - განაცხადა ჯენკინსმა.    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. საქართველოში ჯენკინსის ვიზიტი 7 ოქტომბერს დასრულდა.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო რეგიონში არსებითად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მდივან ბლინკენის მოადგილის საქართველოში ვიზიტზე კომენტარს აკეთებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაგრძელებას, მათ შორის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. „მდივნის მოადგილე მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და ხალხს დღემდე გაწეული თანამშრომლობისთვის. ვიზიტის დროს ბონი დ. ჯენკინსი ხვდება საქართველოს ლიდერებს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. საქართველო რჩება არსებითად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში და ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას, მათ შორის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. ბლინკენის მოადგილე საქართველოს შეიარაღებისა და ტექნიკის განახლების კუთხით სამომავლო გეგმებს განიხილავს როგორც მდივნის მოადგილემ ხუთშაბათს განაცხადა, შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განუცხადა Europetime-ს სახელწმიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩ დეგნანისადმი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი ჩამოიტანა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელჩ დეგნანს შეხვდა ბლინკენის მოადგილე: აშშ საქართველოს ევროტლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს ბონი ჯენკინსის განცხადებით, ელჩმა დეგნანმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ეს ძალისხმევა ბოლო პერიოდში მარტივი არ ყოფილა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

ბონი ჯენკინსი: ვცდილობთ, რომ საქართველოს ყველაფერი მივცეთ, რაც თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება

„ვაცნობიერებთ, რომ საქართველო ახლა იმ სიტუაციაშია, როდესაც უსაფრთხოების რისკი ასე ახლოსაა. ასევე ვაცნობიერებთ, რომ მობილიზაციის გამო, რუსების დიდი ნაკადი საქართველოში შედის და გვესმის ის გამოწვევებიც, რაც ამან საქართველოს შეიძლება მოუტანოს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბონი ჯენკინსმა „ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისში გასული კვირის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. „იმის გათვალისწინებით, რაც მე საქართველოში მოვისმინე, ქვეყანაში სჯერათ, რომ შეუძლიათ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ ვაძლევდით საქართველოს დაფინანსებას სამხედრო შესყიდვებისთვის. მხოლოდ ამ წელს, თუ არ ვცდები, 35 მილიონ დოლარზე მეტი გვაქვს საქართველოსთვის გაცემული. საქართველოს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ვუწევთ და კვლავაც ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ“, - განაცხადა ჯენკინსმა.  ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც „ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას“ დაესწრო და საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა.  

ბონი ჯენკინსი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, ელჩ დეგნანსა და ჩვენს საელჩოს საქართველოში

ბონი ჯენკინსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით, „არასწორს“ და „დეზინფორმაციას“ უწოდებს იმას, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ბონი ჯენკინსი: ვცდილობთ, რომ საქართველოს ყველაფერი მივცეთ, რაც თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება  „როგორც ვიცით, რუსეთი დეზინფორმაციაზე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ისინი ცდილობენ, რომ ყურადღება გადაგვატანინონ იმისგან, რასაც აკეთებენ. ისინი ცდილობენ, რომ უკუღმა წარმოაჩინონ ის დახმარება, რასაც ამერიკა და სხვა ქვეყნების მთავრობები აწვდიან უკრაინას. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ უკრაინაა აგრესორი, ან რომ ის არასწორად იქცევა“, - აღნიშნა ჯენკინსმა.  მისი თქმით, დენიზფორმაციის კიდევ ერთი ფორმაა, საქართველოში აშშ-ის ელჩზე თავდასხმები.  „დეზინფორმაციის კიდევ ერთი ფორმაა, რასაც ისინი აკეთებენ: თავს ესხმიან ელჩ დეგნანს და იმას, რასაც ის აკეთებს. ასე რომ, ერთ-ერთი მესიჯი, რომლის გაჟღერებაც მინდოდა - და ასეც მოვიქეცი - ის არის, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს ელჩ დეგნანს, რომ გარშემო ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა და საქართველო ასეთ დეზინფორმაციას ხელს არ უნდა უწყობდეს. ეს არავის ინტერესში არ შედის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ელჩ დეგნანს და ჩვენს საელჩოს საქართველოში“, - განაცხადა ჯენკინსმა.  ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც „ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას“ დაესწრო და საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა.